გაიგე მეტი ჩვენი კომპანიის ისტორიაზე, მომსახურებასა და ინოვაციურ მიდგომებზე,
რომლებიც დაგეხმარება წარმატების მიღწევაში!
განახლდა: 28/12/2024
Proserv.ge – ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მტკიცე ჰოსტინგის კომპანია საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან უწყვეტად სთავაზობს მაღალი ხარისხის ჰოსტინგის სერვისებს კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევძელით, რომ ვიყოთ სასურველი პარტნიორი არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ იურიდიული პირებისთვის, რომელთა შორისაა მსხვილი კომპანიები და სახელმწიფო ვებგვერდები.
ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და რჩება – ჩვენი მომხმარებლებისთვის გავუწიოთ საუკეთესო მომსახურება, რაც უზრუნველყოფს მათ პროექტების წარმატებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებაზე და ვნერგავთ სიახლეებს, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა და პროდუქტები მუდამ თანამედროვე და მოთხოვნებს შესაბამისი იყოს.
ჩვენი 14 წლიანი გამოცდილება ჰოსტინგის სფეროში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანია ამ სფეროში. ჩვენი ქსელი მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს უამრავ ბიზნესს, არამედ უამრავ სახელმწიფო ვებგვერდს. ეს არის ჩვენი გუნდის მიერ უსაფრთხოების და სტაბილურობის შედეგად მიღწეული სანდოობა და პროფესიონალიზმი.
ჩვენი კომპანიის სანდოობა და წარმატება დადასტურებულია მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორით:
Proserv.ge ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავისი კლიენტების საჭიროებების ამოცნობაზე. ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ჰოსტინგის ინდუსტრიაში და ისინი მუდმივად მუშაობენ ახალი სერვისების და ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე გადაწყვეტილებები.
ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც გააუმჯობესებს საიტების სიჩქარეს, უსაფრთხოებას და ზოგადად მთლიანი ჰოსტინგის სისტემის მუშაობას. ვაკეთებთ ჩვენი სერვისების ავტომატიზაციას, რათა დავნერგოთ ახალი ფუნქციები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, სწრაფად და ეფექტურად მოვემსახუროთ მომხმარებელს.
თუ გსურთ მაღალხარისხიანი ჰოსტინგი, რომლის უკან დგას მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გრძელვადიანი პარტნიორები, Proserv.ge სწორედ ის კომპანიის არჩევანია, რომელიც თქვენს ბიზნესს უფრო მაღალ დონეზე გადაყვანს: