NS

ჩვენი NS ჩანაწერებია

NS1.PROSERV.GE

NS2.PROSERV.GE

ხშირად დასმული შეკითხვები

რამდენი ხანია რაც არსებობს კომპანია ProServ.Ge?

ProServ.Ge დაარსდა 2011 წელს. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ჰოსტინგ მომსახურება, რომელიც სთვაზობს მაღალი ხარისხის სერვის, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. ჩვენი მომსახურების არეალი განისაზღვრება, როგორც საზიარო (shared) ჰოსტინგით, ასევე ვირტუალური (VPS/VDS) ჰოსტინგით და გამოყოფილი სერვერებით.

რატომ უნდა ავირჩიო ProServ.Ge ?

მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლების (HP, IBM, Cisco, EMC) უახლესი აპარატურა, დაცული ცნობილი ფაირვოლებით (CheckPoint და Cisco ASA Firewall), უმაღლესი დონის ტექნიკური მხარდაჭერა, პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე - საერთო ჯამში ეს ყველაფერი იძლევა სტაბილურობის, გამართულად მუშაობის და მდგრადობის გარანტიას.

ამასთანავე:
- ჩვენ გვაქვს ჰოსტინგ პაკეტების დიდი არჩევანი - დაწყებული ყველაზე უბრალოთი, დამთავრებული სერვერების გაქირავებით;
- ჩვენ უფასოდ დაგეხმარებით თქვენი საიტების გადმოტანაში სხვა ჰოსტინგ პროვაიდერების სერვერებიდან;
- ჩვენ ვახდენთ სერვერების 24 საათიან მონიტორინგს, ავტომატურ რეჟიმში;

სად არის განთავსებული ProServ.Ge-ს სერვერები ?

ჩვენი სერვერები განთავსებულია გერმანიაში (Hetzner) მონაცემთა ცენტრში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებულ დატაცენტრში, რომელიც აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის, სახანძრო უსაფრთხოების და უწყვეტი კვების სისტემებით.

გვინდა ახალი დომენის რეგისტრაცია (ან უკვე არსებულის თქვენთან გადმოტანა). DNS -ში რა მივუთითოთ?

ახალი დომენის რეგისტრაციის, ან უკვე არსებულის ჩვენთან გადმოტანის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ შემდეგი NS სერვერები:
ns1.proserv.ge ns2.proserv.ge

რომელ კონტროლ პანელს იყენებთ სერვერებზე?

ProServ.Ge - სერვერებზე გამოყენებულია მსოფლიოში აღიარებული ლიცენზირებული CPANEL

ჰოსტინგი შევიძინე. ახლა რა უნდა ვქნა, რომ ჩემი საიტი მუშაობდეს ?

თანხის გადახდის შემდეგ, შეკვეთის დროს თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სისტემა ავტომატურად გიგზავნით საჭირო ინფორმაციას (მომხმარებლის სახელი, პაროლი, სერვერის მისამართი და ა.შ.). ახლა FTP-ს საშუალებით უნდა დაუკავშირდეთ სერვერს და public_html დირექტორიაში ატვირთოთ თქვენი საიტის ფაილები. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ FTP კლიენტი, მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან

არის თუ არა რაიმე დამატებითი გადასახადი, გარდა ჰოსტინგის პაკეტის ღირებულებისა?

არა, არანაირი დამატებითი გადასახადი არ არსებობს. იხდით მხოლოდ ჰოსტინგის იმ პაკეტის ღირებულებას, რომელსაც აირჩევთ.