NS

ჩვენი NS ჩანაწერებია

NS1.PROSERV.GE

NS2.PROSERV.GE

ჰოსტინგის სიახლეები

SMS სერვისი

07/01/2020

ძვირფასო მომხმარებელო !  განახლდა ჰოსტინგზე SMS სერვისის ფუნქცია. თქვენ უკვე საშუალება გაქვთ გაიაქტიუროთ სერვისი ბილინგის პანელიდან და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი გადახდების შესახებ უკვე მობილურ ნომერზე. პროცედურა კი ძალიან მარტივია.  

1.ნაბიჯი

2. ნაბიჯი

 

DNS Security Extensions

22/12/2019

ძვირფასო მომხმარებელო 


ჰოსტინგის პანელში გამოჩნდა ახალი ღილაკი DNSSEC.

DNSSEC ანუ DNS Security Extensions არის DNS პროტოკოლის დამატებით დაცვის მექანიზმები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის კომპიუტერიდან ავტორიტატულ DNS სერვერამდე კომუნიკაცია იყოს მთლიანი და ხელშეუხებელი,
მარტივად რომ ვთქვათ, ვერავინ შეძლოს DNS მოთხოვნებში ცვლილება MITM შეტევების დროს.

DNSSEC დაფუძნებულია ე.წ. Public Key კრიპტოგრაფიაზე, ანუ ყოველი ავტორიტატული ნეიმ სერვერი, თითოეულ ჩანაწერს ხელს აწერს საკუთარი გასაღებით.
რეზოლვერი კი ამოწმებს, სწორი გასაღებითაა თუ არა ხელმოწერილი მის მიერ მოთხოვნილი ჩანაწერი.

VPS სერვერები უფრო ხელმისაწვდომია

16/12/2019

ძვირფასო მომხმარებელო.   დღეიდან VPS სერვერის მომსახურებას დაემატა კიდევ ერთი ახალი პაკეტი  "Starter"  რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 20 ლარია . სისტემური მოთხოვნები კი გახლავთ 

Intel® Xeon® E5-1650 v3 (1 CORE)

RAM - 2GB

HDD - 20 GB SSD

ამასთანავე სერვერების მართვას უკვე განახორციელებთ ბილინგის პანელის საშუალებით.  ეტაპობრივად დაემატება ცოდნის ბაზაში ინსრუქციები მისი გამოყენების შესახებ.